პრემიერლიგა

ლესტერ სიტი ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა

Sky Sport

ლესტერ სიტიმ 2015-16 წლების ინგლისის პრემიერ ლიგის ჩემპიონის სტატუსი, ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაიფორმა.

ტოტენჰემსა და ჩელსის შორის გამართული მატჩის ფრედ დასრულების შემდეგ, ლესტერ სიტისა და ტოტენჰემს შორის სხვაობა 7 ქულა გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერლიგაში დარჩენილი 2 თამაშის შედეგს ლესტერისთვის მნიშვნელობა აღარ ექნება.

კლაუდიო რანიერის ლესტერ სიტიმ ინგლისის ჩემპიონის სტატუსი ისტორიაში პირველად მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ სეზონის წინ ლესტერის გაჩემპიონებაზე ფსონი 5000/1-ზე იყო.

ცნობილმა ბრიტანულმა ტაბლოიდებმა ამ მოვლენას უკვე სპორტის ისტორიაში ყველაზე მოულოდნელი ტრიუმფი უწოდეს.

ლესტერ სიტი 132 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად გახდა ჩემპიონი.

ცნობისთვის, გასულ თვეში პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლესტერის გარემარბი რიად მაჰრეზი დაასახელეს. ლესტერისვე ფორვარდ ჯეიმი ვარდის ამ დროისთვის ჩემპიონატში 22 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მელიების მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი კი პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელის სტატუსს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაიფორმებს.

კომენტარები