შსს

ენმ-ის დიდუბის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ნაფეტვრიძე დააკავეს

ნიკა მელია (მარცხნივ) დავით ნაფეტვარიძე (მარჯვნივ)
facebook.com/davit.napetvaridze.5

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დიდუბის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ნაფეტვრიძე დააკავეს. დაკავებული ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. შსს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. დაკავების მიზეზი ორი დღის წინ თბილისის მერიასთან გამართულ აქციაზე მომხდარი მოვლენები გახდა. ადგილზე შეიკრიბნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები. 

"როგორც ჩანს მათ უნდათ რომ დააშინონ ადამიანები ვინც აქციებს ატარებენ, ვინც არიან ჩართული ამ პროცესში, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ, აქციები გაგრძელდება. გაგრძელდება პროტესტი და დასრულდება იმით, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდება ქვეყნის მართვას."- რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს ენმ-ის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ოთხშაბათს საპროტესტო აქცია თბილისის ბოტანიკური ბაღის ნაწილის ბიძინა ივანიშვილის კომპანია ფინსერვის ოცდამეერთესთვის გადაცემის გამო გამართა.

კომენტარები