იპოთეკური სესხი

მაღრაძე: იპოთეკური სესხის მქონეებს არ უჭირდათ, სახელმწიფო მათ ვერ დაეხმარება

უმუშევრობა და დაბალი შემოსავალი არის მთელს მსოფლიოში. ევროსაბჭოს ბოლო სხდომაზე, სოციალურ საკითხთა კომიტეტში იყო ძალიან დიდი კამათი, დისკუსია და მოხსენება სოციალური არათანაბრობის შესახებ. ევროპის ქვეყნებში რატომ ხდება ასე, რომ ერთ მხარეზე დიდი სიმდიდრე დგება, მეორე მხარეს ხდება ადამიანების გაღატაკება, რომ ძნელია სამსახურის შოვნა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ერთ რამესაც დავუკვირდეთ - იმიტომ კი არა, რომ მე ხელისუფლება მაქვს - უცხოელები ჩამოდიან ჩვენთან, საქართველოს მოსახლეობის ნახევარს მანქანა ჰყავს, საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს აქვს ძალიან მაღალი დონის ტელეფონები. პარალელურ რეჟიმში რაღაცები უჭირთ - სესხი აქვთ, მაგალითად. შეიძლება 10%-ს აქვს ჯანდაცვისთვის, მაგრამ დანარჩენს ხომ იმიტომ ჰქონდა, რომ ცხოვრების გაუმჯობესება უნდოდა, მაგალითად, ახალი ბინა შეიძინა. ისინი კარგად ცხოვრობდნენ, მერე, უბრალოდ, საქმისთვის აიღეს, ბინისთვის ან სხვა. მათ უნდათ ან ბინის დაბრუნება, ან უნდათ ისევ ახალი სესხის აღება და სხვა. ადამიანებმა, რომლებმაც იპოთეკური სესხი აიღეს, არ იყვნენ ისე გაჭირვებულები, რომ მათთვის სოციალური თავშესაფრის მიცემა... შემითავაზებია სოციალური საცხოვრისის გამოყოფა, ისინი ამაზე არ არიან თანახმა. ერთ-ერთ ოჯახს ვუთხარი, რომ ხარაგაულში მაქვს ძალიან კარგი სოფლის სახლი. კარგი სახლია, ეზო, გარემო და თუ ვინმეს გაჭირვება გაქვთ ან რამე, კი ბატონო, შეგიძლიათ წაბრძანდეთ იქ და იცხოვროთ. მაგრამ ამის მსურველი არ გამოჩნდა. ადამიანებისთვის, რომლებმაც კარგი ცხოვრების მოსაწყობად აიღეს იპოთეკური სესხი, სოციალური საცხოვრისი არ არის საკმარისი, მათ უნდათ ისევ თავისი მეტ-ნაკლებად ჩვეული ცხოვრების გაგრძელება და აქ უკვე სახელმწიფოს დახმარება, გულწრფელი ადამიანი ვარ და, შედარებით ძნელია.

ქართული ოცნების წევრი გუგული მაღრაძე ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში.

კომენტარები