თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება სამგორის, ისნის, ვაკის, ჩუღურეთის, გლდანის, დიდუბის და საბურთალოს რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
სამგორის რაიონში, 12:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის შესახვევის, იორის, ნავთლუღის, სპანდარიანის, კასპის, შირაქის, დოესის, შორაპნის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ცუცხვათის, ზინდისის, გარეკახეთის, წინანდლის და ვაჟა ივერიელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გიორგი წერეთლის, სარაჯიშვილის, ხევძმარის, შეშელიძის, თემქის, ულიანოვის და კრუპსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 10:00-დან 13:00-მდე, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ფორე მოსულიშვილის, ხიზანიშვილის, მარატ ნოზაძის და გობრონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00-დან 16:00-მდე, ვაკის რაიონში შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის და მოსაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. ხოლო ჩუღურეთის რაიონში, ტერენტი გრანელის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას III და V კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის, ზემო ვეძისის, გაგარინის, ზოვრეთის, ოდესის, მგალობლიშვილის, ვაზისუბნის, მინდელის, სანდრო ეულის, უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას, თავხელიძის, ქავთარაძის, ნუცუბიძის, შავგულიძის და მარგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში კი, 14:00-დან 18:00 საათამდე შუალედში 1 საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დიღმის მასივის III კვარტლის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





