მარიხუანას ლეგალიზაცია

კანადა 2017 წელს მარიხუანას ლეგალიზაციას მოახდენს

Getty Images

კანადა 2017 წელს მარიხუანას ლეგალიზაციას მოახდენს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ჯეინ ფილპოტმა გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე გამოაცხადა, რომელიც ნარკოპოლიტიკის საკითხებს ეთმობა.

"ჩვენ ახალ კანონმდებლობას 2017 წლის გაზაფხულზე მივიღებთ. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მარიხუანა არ მოხვდება ბავშვების, ხოლო მისი გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები კრიმინალების ხელში", - განაცხადა ფილპოტმა. მისივე თქმით, "იმის მიუხედავად, რომ ჩვენი გეგმა ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ბევრ სხვა ქვეყანას, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს საუკეთესო გზაა ჩვენი ახალგაზრდების დასაცავად და საზოგადოებრივი უსაფრთხოების განსამტკიცებლად".

კომენტარები