თბილისის ცხრა რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

beyroutey.com/

დღეს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასის ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება სამგორის, კრწანისის, ჩუღურეთის, გლდანის, დიდუბის, ისნის, ვაკის, ნაძალადევის და დიდგორის მცხოვრებლებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონში, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის X კვარტლის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის, იპოლიტოვ-ივანოვის, ჯანჯღავას, სარაჯიშვილის, ჭედიას, კრუპსკაიას, წერეთლის, კუიბიშევის, ულიანოვის, რიონის, ანდრონიკაშვილის და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), შურდულის შესახვევის, კუმისის, ანთელავას, თოიძის, ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის, კარგარეთელის, ჯავახიშვილის, დგებუაძის, პასტერის, ნინოშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, სანკტ-პეტერბურგის, უზნაძის, უშანგი ჩხეიძის, ზურაბ ჭავჭავაძის, 26 მაისის, გიორგი კვინიკაძის, ტოვსტონოგოვის, კიტა აბაშიძის, ჯანსუღ კახიძის და ტეტელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯორჯ ბუშის, ყვარლის, მთისძირის, რატილის, ტვიშის, მესხეთის, უშაკოვის, ქვის სახლის და გეზათის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შუალედში 1 საათით შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის ხევის, ყიფშიძის, ნინო რამიშვილის, არაყიშვილის, გაბაშვილის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, თენგიზ აბულაძის და თაქთაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ხოლო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე - ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ფილიას, სამღერეთის, ინტერნატის, ზაქარაიას, ჩოდრიშვილის და კაჭრეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის ქუჩის მოსახლეობას.

დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას, წავკისის და შინდისის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ" - აცხადებს თელასი.

კომენტარები