ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე ცოტა ხნის წინ თავდასხმა მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტაბულას განუცხადა, დაკავებულია ერთი პირი.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.





