საგზაო სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა

amerikiskhma.com

საგზაო სამუშაოების გამო, 15 აპრილის 09:00 საათიდან 16 აპრილის ჩათვლით კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე (წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარედ) საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა. თბილისის მერიის ცნობითვე, მოძრაობა ასევე გადაიკეტა ივ. ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარის დაგება სრულდება.

გარდა ამისა, წუხელ, 23:00 საათიდან, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის სახელობის ხიდის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მონაკვეთზე შეზღუდვები 23.00 საათიდან 08.00 საათამდე 21 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს.

კომენტარები