NDI-ის კვლევა

ირაკლი კობახიძე: NDI-მ დღემდე ვერ მოახერხა რეალური შედეგების დადება

NDI, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს რეალური შედეგების დადებას. ეს არის ჩამოყალიბებული პრაქტიკა უკვე წლების განმავლობაში და ეს პრაქტიკა სამწუხაროდ დღემდე გრძელდება. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ქართული ოცნების ნდობაზე, აქ საუბარია პირველ რიგში საზოგადოების ნდობაზე. ნდობას აყალიბებს, ბუნებრივია, პირველ რიგში სოციოლოგიური კვლევის შედეგების თავსებადობა არჩევნების შედეგებთან. NDI-მ დღემდე ვერც ერთხელ ვერ მოახერხა ისეთი კონტრაქტორის დაქირავება, რომელიც მას მისცემდა რეალური შედეგების დადების საშუალებას. სწორედ ეს იწვევს უნდობლობას არა მხოლოდ ჩვენს პარტიაში, არამედ მთლიანად ქართულ საზოგადოებაში. ასეთ პირობებში შეუძლებელია ნდობის ჩამოყალიბება.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

კომენტარები