ქურდობა

შინდისის გმირების სახელობის სკვერში მცენარეები და სკამები დააზიანეს

ბათუმის მერია

ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში, დაუდგენელმა პირებმა ხე-მცენარეები გაანადგურეს. ასევე, დააზიანეს სკამები და ნაგვის ურნები. სკვერი გუშინ გაიხსნა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე სამართალდამცავებს საქმის სწრაფად გახსნისკენ მოუწოდებს.

"ეს არის მიუღებელი და ჩვენ მივმართავთ სამართალდამცავებს, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეძლონ ამ ფაქტის გახსნა", - ამბობს ხაბაძე.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები