თბილისის რამდენიმე უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის, ნაძალადევის, ჩუღურეთის და საბურთალოს რაიონებს. კომპანია თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
გლდანის რაიონში, 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის I მიკრორაიონის და გლდანის მასივის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის, კავთისხევის, მახინჯაურის, დეპოს, საყვირის, კოხრეიძის და ჭყონდიდელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თამარ მეფის გამზირის, ვაგზლის მოედნის და თევდორე მღვდლის ქუჩის მცხოვრებლებს. ხოლო 11:00-დან 18:00 საათამდე - აგლაძის, ბაგრატიონის და ქუთაისის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის, კოსტავას, ბაგრატიონის, ცინცაძის, საბურთალოს, ბახტრიონის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, დოლიძის, ბალანჩივაძის, პანკისის, ბზვანელის და ბოლქვაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-დან 16:00 საათამდე - ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ცაგარელის, ნუცუბიძის და ჩახავას ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 13:00-დან 15:00 საათამდე - ყაზბეგის გამზირის, საბურთალოს, კარტოზიას, ანტონოვსკაიას და თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებს თელასი.





