NDI-ის კვლევა, როგორც ყოველთვის, ასახავს იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმმა, მისმა პოლიტიკურმა მარიონეტებმა და თვითონ ივანიშვილმა პირველ რიგში. ისტორიულად დაბალი ციფრებია ქვეყნის მომავლის რწმენის, ისტორიულად დაბალი ციფრებია იმ ადამიანების, ვინც თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, გაზრდილია სიღარიბე, ფასების ზრდა, უმუშევრობა. ეს ყველაფერი ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, არის ისტორიულად კატასტროფული მონაცემები, ისტორიულად კატასტროფულია რეალობა ჩვენი ქვეყნის და ამიტომაა სწორედ საკვანძო, რომ ის ხალხი, ვინც ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, ოქტომბერში არჩევნების გზით ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და დავიწყოთ ქვეყნის გამოყვანა ამ ვითარებიდან, რომელშიც თვითონ ივანიშვილმა შეიყვანა ის. არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე ეს არის პოლიტიკური განაჩენი, აბსოლუტურად დამსახურებული განაჩენი და ეს განაჩენი პოლიტიკურად, არჩევნების გზით და მშვიდობიანად სისრულეში უნდა იქნეს მოყვანილი ოქტომბრის არჩევნებზე.
tbl.ge/v9m
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია NDI-ის კვლევაზე.
ამავე თემაზე
- მდინარაძე: NDI-ის მონაცემები პროპორციულად ზუსტად იგივე გამოდის, რაც GORBI-მ აჩვენა
- NDI: 47%-ის შეხედულებებთან ახლოს "არცერთი პარტია დგას", 19% ოცნებას ასახელებს, 4% – ენმ-ს
- NDI: ოცნების მხარდამჭერთა 1/3 არაა დარწმუნებული, რომ მთავრობა EU-ს წევრობისთვის ყველაფერს აკეთებს
- NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 60%-მა არ იცის ვის ან არავის მისცემდა ხმას
- NDI: თითქმის ყოველ მე-6 მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში ოჯახის წევრი, რომელიც ფულს უგზავნის




