NDI-ის ანგარიში

NDI: ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია სამუშაო ადგილები, ინფლაცია და სიღარიბე

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულებისთვის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია - სამუშაო ადგილები (57%), ფასების ზრდა/ინფლაცია (35%) და სიღარიბე (30%). ამის შემდეგ მოდის პენსიები (26%), ტერიტორიული მთლიანობა (23%) და ხელფასები (18%).

NDI-ის გამოკითხულთათვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხებია - ციხეები (1%), უმცირესობების უფლებები (1%) და მედიის დამოუკიდებლობა (1%).

აველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. 

კომენტარები