საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა

20 დღის განმავლობაში აღმაშენებლის ხეივანზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

amerikiskhma.com

9 აპრილიდან 20 დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება აღმაშენებლის ხეივანზე, დასავლეთიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით. ამის შესახებ განცხადებას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი აღმაშენებლის ხეივანზე არსებული ხიდი გზაგამტარის (გუდვილის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციაა. როგორ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ხიდზე დაგეგმილია დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების შეცვლა- რეაბილიტაცია. სამუშაოებს აწარმოებს შპს „კ.მ.პ“.  სამუშაოების გამო, ასევე დღეს 23:00 საათამდე სამტრედიის ქუჩის ერთ მონაკვეთზე (წერეთლის ქუჩიდან აგლაძის ქუჩის კვეთამდე) გადაიკეტილი იქნება საავტომობილო მოძრაობა. თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში იმოძრავებს ალტერნატიული გზით. თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის.

კომენტარები