თბილისის ბაგა-ბაღები

ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მშობლების აქციაზე ერთი პირი დააკავეს

Police.ge

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან, აღსაზრდელთა მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი დირექტორების გათავისუფლებას აპროტესტებდნენ და თემურ თორდიასთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ბაღების მართვის სააგენტოსთან შეკრებილმა მშობლებმა სავალი გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა ამის საშუალება მათ პოლიციელებმა არ მისცეს. აქციაზე მშობელთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი თამარ იარაჯული დააკავეს.

„ჩემი შვილის უფლებებს ვიცავ. დღევანდელ ქვეყანაში ჩემს შვილს დეფექტიანს ეძახიან და პოლიცია გვირტყამს", - ამბობს დაკავებული, რომელიც შშმ ბავშვის მშობელია. 

როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, აქციის მონაწილე ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის, კერძოდ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.

კომენტარები