საქართველო-რუსეთი

ბადრიძე: რუსეთს აწუხებს, რომ რეალურ სახელმწიფოებრივ ერთეულად ჩამოვყალიბდით

როდესაც ივანიშვილი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ქართველ ხალხს დასავლური კურსის გაგრძელებას პირდებოდა, არასდროს არ მჯეროდა, რომ ეს გულწრფელი დაპირება იყო, იმიტომ, რომ ის პარალელურადვე ყველა ჩვენს პრობლემას რუსეთთან ხსნიდა მისი კონკურენტი ხელისუფლების ქმედებებით და მეორე, გამოსავლად ასახელებდა იმას, რომ საქართველო აღარ იქნებოდა დაპირისპირების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის და ამიტომ ყველა პრობლემა მოიხსნებოდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, საქართველო არ იყოს დაპირისპირების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის, თუ საქართველო დანებდება, შეეგუება რუსეთის სატელიტობას. იმიტომ, რომ ამ შემთვევაში დასავლეთი ჩვენ კალთებს არ დაგვახევს. ხოლო თუ გავაგრძელებთ დასავლეთისკენ სვლას, მე არ მაქვს ლაპარაკი დასავლეთის მხარდამჭერი პოლიტიკის გატარებაზე, აქ საუბარია იმაზე, სურს თუ არა საქართველოს, გააგრძელოს არსებობა, როგორც სახელმწიფომ, პროდასავლურობა ჩემთვის ამაშია, იმიტომ, რომ დასავლეთი ჩვენ გვიჭერს მხარს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფომ, ხოლო რუსეთის მთავარი პრობლემა არის იმაში, რომ ბოლო წლებში სახელმწიფო რეალურ სახელმწიფოებრივ ერთეულად ჩამოყალიბდა. მანამდე საქართველო იყო ამორფული ტერიტორია, სადაც ჩვენ ვიყავით დაკავებულები შიდა საკითხებით

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი გიორგი ბადრიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები