Panama Papers

ბაქრაძე: არსებობს ორი ვერსია თუ როგორ დაკარგა ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი

 არსებობს ორი ვერსია თუ როგორ დაკარგა ბიძინა ივანიშვილმა [ Raptor Pharmaceutical-ში ]100 მილიონი დოლარი. ერთი არის, რომ წამლის კვლევამ ვერ აჩვენა ისეთი შედეგი, როგორსაც ელოდა კომპანია, ამან გამოიწვია აქტივების ფასის დაკლება და ავტომატურად ინვესტორებმა დაკარგეს რაღაც რაოდენობის თანხა. მეორე ვერსია არის, ის რასაც უცხოური პრესა აქტიურად აშუქებდა. მეორე ვერსიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშიდან, აწ უკვე დაპატიმრებულმა ბანკირმა გადაიტანა 100 მილიონი დოლარი ორი რუსი ბიზნესმენის ანგარიშზე, რათა დაეფარა მათი ზარალი. ალბათ ის [ბანკირი] ფიქრობდა რომ თანხას სხვა გზით დააბრუნებდა ბიძინა ივანიშვილის ანგარიშზე, თუმცა იმ პროცესში მიუსწრეს, როცა ვეღარ დააბრუნა და ფული დაიკარგა. 

ჟურნალისტი ნინო ბაქრაძე Panama Paper-ის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრობისას დეკლარაციაში კომპანია არ ჩაწერა, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები