თბილისის ცხრა რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

beyroutey.com/

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, კრწანისის, სამგორის, მთაწმინდის, გლდანის, ისნის, ნაძალადევის, ჩუღურეთის და დიდუბის რაიონებს. კომპანია მიზეზად "გეგმურ სამუშაოებს" ასახელებს.

საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის III მიკრორაიონის II კვარტლის, ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის, იოსებიძის, შარტავას, დები იშხნელების, ცაგერის და ძოწენიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ღოღობერიძის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, სამშენებლოს, ლორთქიფანიძის, ჯავახეთის და მათიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ნიკოლაძის, ანჯაფარიძის, როდენის, ანანურის, თუმანიშვილის, შიო მღვიმელის, ძმები ზუბალაშვილების, აბაკელიას, ზიჩის, კოტეტიშვილის, ჟორდანიას, ბესიკის, ჭოველიძის, ბაქრაძის, ზანდუკელის, მილორავას, ყაზბეგის, მაჭავარიანის, ახვლედიანის, ეკალაძის, ვაშლოვანის, კობახიძის, შევჩენკოს, ქიაჩელის, ჯავახიშვილის და გრიბოედოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VI მიკრორაიონის, თიანეთის გზატკეცილის, მიქატაძის, ვართაგავას, ხერგიანის, საბაშვილის და კანდელაკის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ჯავახეთის, ბოგდან ხმელნიცკის და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის და მუხრანის ქუჩის მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის და ბარათაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხოშარაულის, სტანისლავსკის და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდეგბა" - აცხადებს თელასი.

კომენტარები