კოალიცია ქართული ოცნება

ბესელია ებანოიძეს: დაიწყნარეთ ნერვები და ხელები სათანადო მიმართულებით მიმართეთ

facebook.com/parliamentgeo

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატ ეკა ბესელიასა და რესპუბლიკელ ნოდარ ებანოიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სხდომაზე ებანოიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს საბავშვო ბაღების რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტზე შენიშვნები გააცნო.

"ბატონო ნოდარ, ხელებს ნუ იშვერთ და ნუ ყვირით - დღეს რაღაც მეტისმეტად გაცხარებული ბრძანდებით, ამ რეფორმას ახლა პირველად არ ისმენთ, კანონპროექტის არსს დაუბრუნდით და იმედია, პოლიტიკურ ნოტაზე არ ხართ გადასული – დაიწყნარეთ ნერვები და ხელები სათანადო მიმართულებით მიმართეთ", - ასე მიმართა ბესელიამ ებანოიძეს.

შელაპარაკება კანონპროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით მოხდა, რომელიც ბავშვთა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფის შემადგენლობის ფორმირებას ითვალისწინებს.

კომენტარები