პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში

პრეზიდენტი: გამოწვევების ფონზე დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობა მნიშვნელოვანია

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ისევ აქვს ეკონომიკური პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობები გვაქვს, თუმცა ამ შესაძლებლობების გამოყენება ყოველთვის ვერ ხერხდება. ამის შედეგია ის, რომ ჩვენი ქვეყნის GDP-ის მაჩვენებელი არც ისე მაღალია, საქართველოში საკმაოდ ცოტა მცირე და საშუალო ბიზნესებია, რაც ჩვენს ეკონომიკას მოწყვლადს ხდის. ამ ყველაფრის შედეგად დასაქმების მხრივ პრობლემები გვაქვს. ყველა იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინტენსიური დიალოგი ვაწარმოოთ იმ ქვეყნებთან, რომელთანაც გვაქვს საერთო მიზნები, ღირებულებები და ფასეულობები, როგორიც ჩვენ. ჩემი აქ ყოფნის მიზანია, რომ გავაღრმავო ურთიერთობები აშშ-თან და დასავლეთთან, რომ ჩვენი პარტნიორობა უფრო ინტენსიური გავხადო. გარდა იმისა, რომ ჩვენ საერთო ინტერესები და ღირებულებები გვაქვს, მინდა მათ დავანახო, რომ აშშ-ისთვის, NATO-სა და ევროკავშირისთვის გარკვეული პრობლემატური საკითხების გადაჭრა გართულდება, თუ უგულებელვყოფთ იმ ფაქტს, რომ უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოსა და სხვა ისეთი ქვეყნების ჩართულობის გარეშე, რომლებმაც ასევე გააკეთეს თავისი ევროპული არჩევანი, ვერ გადაწყდება. ვცდილოთ, დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები, რომ საქართველო, რომელმაც დემოკრატიის განვითარების გზაზე, რეფორმების მხრივ, სამხედრო ძალების განვითარების მხრივ მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია, უფრო აქტიურად უნდა იყოს მხარდაჭერილი 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში

კომენტარები