რესპუბლიკური პარტია კოალიციაში

რესპუბლიკელების დეპუტატი არ უარყოფს კოალიციის დატოვებაზე ინფორმაციას

რესპუბლიკური პარტია კოალიცია ქართულ ოცნებაში ყოფნის საკითხზე განცხადებას დღეს გააკეთებს. ამის შესახებ დეპუტატი თემურ ნერგაძე ინტერპრესნიუსთან საუბრობს.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა იმის დადასტურება, რომ რესპუბლიკური პარტია კოალიციას ტოვებს, ნერგაძემ მხოლოდ ის თქვა, რომ ამ საკითხზე "გადაწყვეტილება მიღებულია, რაზეც პარტია განცხადებას დღეს გააკეთებს".

პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით კი, "26–27 მარტს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა იმსჯელა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე. მიღებულ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ვაცნობებთ საზოგადოებას".

კომენტარები