პირადი კადრები

ნიშნიანიძე: ოჯახის სიწმინდეს ვიცავთ, თორემ ვინ იხედება პირად ცხოვრებაში

არავის აქვს უფლება, ვინმეს პირად ცხოვრებაში ჩაიხედოს და აკონტროლოს. ეს არის საოცრება, რაც ჩვენთან ხდება. მაგრამ ეს არის მძიმე მემკვიდრეობა, უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელსაც გარკვეულად შეიძლება, ჩვენც შევუწყვეთ ხელი, რადგან თავის დროზე არ დავსაჯეთ ეს ადამიანები საკადრისად. შეიძლება, წაქეზების როლიც ითამაშა ამან. ეს არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც დაგვხვდა ახალ ხელისუფლებას და რომლის მწარე წვლილს ჩვენ ახლა ვიწვნევთ. ამიტომაც ვამბობ, რომ არავითარ შემთხვევაში, პირად ცხოვრებაში არავის არ აქვს უფლება ხელები აფათუროს. პირადი ცხოვრება, მხოლოდ პირადი ადამიანების საქმეა. ოღონდ, როდესაც შენ ხარ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, როდესაც შენ ამომრჩეველი განდობს, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოებებს, იქ რაღაც ბუნებრივია... თუ პირად ცხოვრებაში არის რამე ისეთი, რაც შეიძლება შანტაჟის თემა გახდეს, ამას ვგულისხმობ. ჩვენ ვიცავთ ოჯახის სიწმინდეს, თორემ, მაპატიეთ და, ვის სექსი აქვს და ... პირიქით, რაც უნდათ, ის ქნან, როგორ გეკადრებათ, ვინ იხედება პირად ცხოვრებაში. ეს ეხება მხოლოდ დელიკატურ საკითხებს, სხვანაირად ჩვენ არ ვიხედებით. მათი უფლებაა, ჰქონდეთ პირადი ცხოვრება, რაც შეიძლება მრავალფეროვანი, რაც შეიძლება დაცული და რაც შეიძლება ადამიანებმა მეტი დაცულობა უნდა იგრძნონ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე. მეჭიაურმა გუშინ თქვა, რომ ის თანამდებობის პირები, რომლებზეც ჩანაწერები არსებობობს, უნდა გადადგნენ.

კომენტარები