თბილისის ცხრა რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

beyroutey.com/

გეგმური სამუშაოების გამო, დღეს თბილისის ნაწილს ელექტტროენერგია დროებით შეუწყდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის, ვაკის, საბურთალოს, ისნის, დიდუბის, კრწანისის, ნაძალადევის, ჩუღურეთის და დიდგორის რაიონებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის მასივის II მიკრორაიონის და დუმბაძის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 15 საათამდე კი, ჭედიას, შუშის, წყალსადენის, სარაჯიშვილის და ლაზოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის და საბურთალოს რაიონებში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ატენის და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 16 საათამდე - ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ქართველიშვილის (ნაწილობრივ) და ჭელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11 საათიდან 17 საათამდე - აბაშიძის, ფალიაშვილის და თაქთაქიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 11-დან 16 საათამდე - აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13 კილომეტრების, დიღმის სასწავლო მეურნეობის და ფერაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, საბანაკოს დასახლების, შორაპნის, თელავის, გუთნის, წინანდლის, ხახანაშვილის, 300 არაგველის, ახმეტის, ნიორაძის, ქურხულის, ფოსტის, მუკუზანის, ვაჟა ივერიელის, მელაანის, ჯორჯ ბუშის, ავლიპ ზურაბიშვილის, დოესის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის და ძევერის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 17 საათამდე - წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, სამხედრო ქალაქი 202, შორაპნის, შირაქის, გარეკახეთის, ცუცხვათის, კოშკოვანის, ბეღლეთის, ჟონეთის, კიკეთის, სათემოს, სომხეთის, საინგილოს, ნიაბის, კაიშაურის, სამხედროს, გოლოვანის, ბზიფის, მარტყოფის, თეძამის, ახალუბნის, ფშავის, კვალეთის, რუისპირის, ნაქერალის, ოძისის, გედევანიშვილის, რაზიკაშვილის, სამრეკლოს, გუმბრის, შაქრიანის, მუჯირიშვილის, შილდის და მრევლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბათუმის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11 საათიდან 18 საათამდე კი, დიღმის მასივის VI მიკრორაიონის და მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფაბრიკის შესახვევის, ფირდოუსის ჩიხის, გრიშაშვილის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ხევის ჩიხის, ხევის შესახვევის და გვაზაურის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რეხის I, II, III ქუჩების, ხეხილ-სანერგე მეურნეობის და ხუდადოვის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს. 11 საათიდან 16 საათამდე - ყირიმის და ცხრა ძმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები