ბელგიის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, აფეთქებებმა ბრიუსელის აეროპორტში რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულია მინიმუმ 11 ადამიანი, დაშავებულია სულ მცირე 25.
ზავენტემის აეროპორტში ცოტა ხნის წინ ორი აფეთქება მოხდა. შენობა ევაკუირებულია. გადაიდო ყველა რეისი. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სხვადასხვა წყაროს ცნობით, აფეთქებამდე არაბულ ენაზე დაიყვირეს.
აფეთქებები გამგზავრების დერეფანში, ამერიკის ავიახაზების რეგისტრაციის პუნქტთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩემოდანში იყო ჩამონტაჟებული. შენობაში კიდევ სამი აუმოქმედებელი მოწყობილობა იპოვეს.
აღსანიშნავია, რომ 4 დღის წინ ბრიუსელში პარიზის ნოემბრის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დააკავეს.





