გამოძიება დასრულებულია ფორმალურად. მთავარმა პროკურატურამ თქვა, რომ მე გამოძიება დავასრულე, მაგრამ გამოძიების წინაშე რა კითხვებიც იდგა, მან [მთავარმა პროკურატურამ ] ამ კითხვებს პასუხი ვერ გასცა. კითხვა არის ის თუ რატომ იყო გაგზავნილი შეტყობინებები 30 აპრილს ბატონ ალეკო ელისაშვილის მობილურზე? უფრო მეტი დამაჯერებლობაა საჭირო თუ რატომ ვერ მოხერხდა ეს პროცესი ტექნიკურად ? თუ რა ტიპის შეტყობინებები იყო მობილურზე? ალბათ გამოძიების ინტერესები სწორედ ეს უნდა ყოფილიყო, რომ დაედგინა თუ რა ტიპის შეტყობინებები იყო და არა ის რომ ვერ დავადგინე, იმიტომ რომ არაფერი არ არის.
tbl.ge/cn0
დაკოპირდა
შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, ე.წ კოკაინის საქმეზე მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნასთან დაკავშირებით, რუსთავი 2-თან საუბარში.