კარასინი-აბაშიძის შეხვედრა

ბოკერია: ეს ფორმატი იმისთვისაა, რომ კარასინისგან შეურაცხყოფა ვისმინოთ

გრიგორი კარასინის განცხადებები რუსეთის დამოკიდებულებას გამოხატავს. ისინი არ ცნობენ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს არსებობას. ეს გასაგებია. ჩვენ ამას უნდა შევებრძოლოთ და ქართული საზოგადოება შეებრძოლება. გაუგებარია, რატომ გვპირდებოდა ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და რატომ გვატყუებს, თითქოს დაალაგა. რაც კიდევ უფრო მთავარია, ჩვენი გადასახადის გადამხდელების ფულს რატომ აძლევს პრორუსულ ძალებს ჩვენი ქვეყნის შიგნით, როდესაც ასეთ მტრულ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე. ამ ფორმატს ერთადერთი "დატვირთვა" აქვს, რომ კარასინისგან შეურაცხმყოფელი და აღმაშფოთებელი განცხადებები ვისმინოთ რუსეთის სახელით.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია გრიგორი კარასინის დღევანდელ განცხადებებზე.

კომენტარები