კარასინი-აბაშიძის შეხვედრა

კარასინი: ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს მუხრუჭი ღალატობს

მე და ზურაბ აბაშიძემ ვილაპარაკეთ იმაზე, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთი ძალიან გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსის ანტირუსული განცხადებები არღვევს იმ ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაზეც ჩვენ უკვე სამი წელია, ვმუშაობთ. არ მინდა გვარების დასახელება, რადგან ეს ჩემს წესებს ეწინააღმდეგება, მაგრამ საქართველოს მთავრობის წევრები რუსეთს ცივილიზებული სამყაროს საფრთხედ მოიხსენიებენ, მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ და ა.შ. რუსეთში ამ გამონათქვამებს კითხულობენ და, რა თქმა უნდა, მტკივნეულად აღიქვამენ. ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო ციებ-ცხელებისას გარკვეული პოლიტიკოსები ხშირად აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რის უფლებასაც ჩვეულებრივ ვითარებაში არ მისცემდნენ. ზოგჯერ მათ მუხრუჭი ღალატობს. ეს მუხრუჭი უნდა მოქმედებდეს და ისინი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ იმას, რასაც ამბობენ მეზობელ ქვეყანასთან მიმართებით. ეს პოზიცია, რა თქმა უნდა, გავაცანი ბატონ ზურაბს და მისგან შესაბამისი განმარტებები მივიღე. მინდა, დავამატო, რომ ჩვენ ვაგვარებთ კონკრეტულ ამოცნებს და ამ თემას კონსტრუქციულად ვუდგებით. პრაღაში იმისთვის არ ვხვდებით, რომ ვიკამათოთ. ორივეს გვაქვს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებების დავალებები და მათ ვასრულებთ. რაღაც გამოგვდის და მიღწეულ შედეგს ძალიან ვუფრთხილდებით. მოკლედ, მოდით, ერთად წინ წავიწიოთ და ეს ახალი ატმოსფერო მოგვცემს საშუალებას, სხვა უფრო რთული აოცანები გადვწყვიტოთ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.[რუსთავი 2-ის თარგმანი]

კომენტარები