აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

შიდაპარტიული არჩევნები - 5 შტატში ტრამპი და კლინტონი იმარჯვებენ

Getty Images

აშშ-ის შიდაპარტიულ არჩევნებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან შტატ ფლორიდაში რესპუბლიკელებიდან დოლანდ ტრამპმა გაიმარჯვა. ამის შემდგომ, საპრეზიდენტო კამპანია შეაჩერა ფლორიდის სენატორმა მარკო რუბიომ.

ტრამპმა ასევე გაიმარჯვა ილინოისსა და ჩრდილოეთ კაროლინაში. თუმცა, ჯონ კასიჩთან დამარცხდა ოჰაიოს შტატში.

დემოკრატებიდან ჰილარი კლინტონმა მოიგო ოთხივე შტატი - ფლორიდა, ოჰაიო, ილინოისი და ჩრდილოეთ კაროლინა.

მისურის შტატში ჯერ კიდევ დელეგატების ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ამ დროისთვის დათვლილი ხმებით, შტატში კვლავაც ლიდერობენ ტრამპი და კლინტონი. ტრამპს მცირედით ჩამორჩება ტედ კრუზი, ხოლო კლინტონს ბერნი სანდერსი.

მილიარდერი დონალდ ტრამპის გამარჯვებები რესპუბლიკური პარტიისთვის თავის ტკივილია, რადგან მათი ნაწილი შეშფოთებულია ტრამპის პოლიტიკური ხედვებითა და ტონით.

კომენტარები