პირადი კადრები

გოგუაძე: ვფიქრობ, მორალური ტერორი გაგრძელდება და ჩანაწერები ისევ გამოქვეყნდება

ეს იყო უსასტიკესი დანაშაული, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის სოციალურ მკვლელობას, მის ფსიქოლოგიურ წამებას და მის თვითმკვლელობამდე მიყვანას. ეს იყო ტერორისტული აქტი, ისევე როგორც ბუკას შემთხვევა იყო ტერორისტული აქტი. ეს ორივე შემთხვევა იყო უსასტიკესად ჩადენილი, ორივე იყო შეკვეთილი დანაშაული, და ორივე ადამიანებს, მოქალაქეებს ეუბნებოდა, რომ არცერთი თქვენგანი არ ხართ დაცული. ეს იყო უმძიმესი დანაშაული, რომელიც მოხდა ამ თვის განმავლობაში და რომელიც შესაძლოა, გაგრძელდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს მორალური ტერორი გაგრძელდება და ჩანაწერები ისევ გამოქვეყნდება, რადგან ვიღაცამ ჩაიფიქრა, რომ საზოგადოება დათრგუნოს და დაანაწევროს.

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე ფარულ ჩანაწერებზე, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები