უსაფრთხოების ოფიცერი უნივერსიტეტში

სესიაშვილი: ე.წ ოდეერის უნივერსიტეტში ყოფნა ნაწილობრივ გამართლებული იყო

უნივერსიტეტში მართლაც იყო უშიშროების ოფიცერი, თუმცა მას უკვე ხელშეკრულება შეუწყდა. მე გეტყვით რატომ იყო აქამდე უშიშროების ოფიცერი წარგზავნილი უნივერსიტეტში. მე მესმის ჩვენი საზოგადოების, რომ მათ ბუნებრივად უჩნდებათ ეჭვი რა უნდა უშიშროების ოფიცერს უმაღლეს სასწავლებელში. არის გარკვეული საფრთხეების რისკები, რასაც შეიძლება რიგითი მოქალაქე პირდაპირ ყურადღებას ვერ აქცევს. მაგალითად თქვენ იცით ისლამისტური სახელმწიფოს  პრობლემები მთელი მსოფლიოსთვის აბსოლუტურად თვალშისაცემია. თქვენ იცით რომ ძირითადი მოწყვლადი ჯგუფები არიან ახალგაზრდები. თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტში ძალიან ბევრი უცხოელი სწავლობს. სამწუხაროდ არის გარკვეული მცდელობები, რომ მოხდეს ჩვენი ახალგაზრდების ე.წ დავერბოვკება. ამიტომ კონტრსადაზვერვო საქმიანობისთვის მათი იქ ყოფნა ნაწილობრივ გამართლებული იყო. ასეთი ინფორმაცია რომ გავრცელდეს ხვალ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი აღმოჩნდა ისლამისტურ სახელმწიფოში ტერორისტად მებრძლებთან ერთად და ის აღმოჩნა იმიტომ რომ მისი ვერბოკა მოხდა თბილისის უნივერსიტეტში. მომთხოვთ თუ არა პასუხს, ხომ მეტყვით რატომ არ გაატარეთ პრევენციული ღონისძება? სად იყო უშიშროება ? ასე მარტივი არ არის. დაუსვით ლადო პაპავას კითხვა, უშიშროების ოფიცერი ერეოდა თუ არა რაიმე სახით უნივერსიტეტის საქმიანობაში? 

 

 

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უსაფრთხოების ოფიცრების ყოფნის შესახებ, ტელეკომპანის იმედის ეთერში, გადაცემაში "პოლიტიკა".

კომენტარები