პენტაგონი: თარხან ბათირაშვილი შესაძლოა, ლიკვიდირებული იყოს

Reuters

პენტაგონის ცნობით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი, "ომის მინისტრი" წარმოშობით პანკისელი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი შესაძლოა, ლიკვიდირებული იყოს.

პენტაგონი ვარაუდობს, რომ ბათირაშვილი შესაძლოა, აშშ-ის მიერ სირიაში პარასკევს განხორციელებულ ავიაიერიშს ემსხვერპლა, თუმცა, მისი ლიკვიდაციის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს. ამ დროისთვის დეტალების კვლევა მიმდინარეობს.

პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, თუკი ალ-შიშანის ლიკვიდაცია დადასტურდა, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს უცხოელი მებრძოლების გადაბირება გაუჭირდება.

ცნობისთვის, ამერიკას თარხან ბათირაშვილი ყველაზე საშიშ ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი. მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი იყო დაწესებული.

კომენტარები