ნადეჟდა სავჩენკოს საქმე

რუსეთის საელჩოსთან ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია იწყება

ტაბულა

თბილისში, რუსეთის საელჩოსთან უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია იწყება. მოქალაქეებმა ტერიტორიაზე შეკრება უკვე დაიწყეს.

აქციის ორგანიზატორია პლატფორმა დაიცავი თავისუფლება, რომლის წევრი ტელეკომპანია ტაბულაცაა.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სავჩენკოს პატიმრობა პუტინის რეჟიმის ცხადი სახეა, ხოლო მისი გათავისუფლებისთვის ბრძოლა თავისუფალი სამყაროს ვალდებულება.

კომენტარები