ნადეჟდა სავჩენკოს საქმე

სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით, დღეს ღამით თბილისში აქცია იმართება

ნადეჟდა სავჩენკო
Reuters

ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მიერ დატყვევებული ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით დღეს და ხვალ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართება. დღეს, ღამის 12 საათზე აქცია გაიმართება თბილისშიც, რუსეთის ფედერაციის ყოფილ საელჩოსთან - აქციის ორგანიზატორი პლატფორმა დაიცავი თავისუფლებაა, რომლის წევრი ტელეკომპანია ტაბულაცაა.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სავჩენკოს პატიმრობა პუტინის რეჟიმის ცხადი სახეა, ხოლო მისი გათავისუფლებისთვის ბრძოლა თავისუფალი სამყაროს ვალდებულება.

სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნით ხვალ თბილისში რამდენიმე აქციაა დაგეგმილი.

კომენტარები