საკონსტიტუციო ცვლილება

წულუკიანი: დიახ, უნდა ჩაიწეროს, რომ ქორწინება კაცისა და ქალის ერთობაა

ჩვენ უნდა გვესმოდეს ამ ქვეყანაში ერთი ძალიან მარტივი რამ - რომ არც ევროპა, არც დასავლეთი, არც ასოცირების შეთანხმება, არც ევროპული კონვენცია, არც რომელიმე საერთაშორისო სასამართლო არ გვავალდებულებს და ვერ დაგვავალდებულებს, რომ დავაქორწინოთ ერთსქესიანი პირები. ამის საერთაშორისო ვალდებულება არ გვაქვს და ვერ გვექნება. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტიც კი ამბობს, რომ ეს ისეთი თემებია, რომლებიც საზოგადოების შიგნით უნდა გადაწყდეს ყველა ქვეყანაში. დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ერთსქესიანი პირები უნდა ქორწინდებოდნენ. მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ და ამ აზრს ვიზიარებ, რომ ოჯახი და ქორწინება არის ერთობა ქალსა და მამაკაცს შორის და ვფიქრობ, რომ დიახ, ეს უნდა ჩაიწეროს საქართველოს კონსტიტუციაში, რადგან სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც იუსტიციის სახლებში ჩვენ წყვილებს ვაქორწინებთ, უფრო გამყარდეს. გამყარდეს იმ ქვეყანაში, რომელიც მართლაც დგას ამ ტრადიციულ ღირებულებებზე. შესაბამისად, ამ ინიციატივას და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ბოლომდე მხარს ვუჭერ და ჩემს როლს შევასრულებ იმისთვის, რომ ეს იქცეს კანონად.

კომენტარები