ევროსასამართლოს კანდიდატები

პაპუაშვილი : ბოლო პერიოდის შემდგომ წულუკიანმა კულუარული შემოთავაზება გაგვიკეთა

პროცესი იყო მთლიანად პოლიტიზირებული. თვითონ კომისიის უმრავლესობა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც ისედაც უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ცნობილი არის კომისიის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრის ასევე ალერგიული დამოკიდებულება ჩემ მიმართაც და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებების შემდგომ. განსაკუთრებით მას შემდგომ, როდესაც მან კულუარული შემოთავაზებაც გაგვიკეთა, რომ მე და კიდევ ერთ წევრს გაგვიგრძელდებოდა ვენეციის კომისიაში წევრობა, თუკი ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლობდით ხელისუფლებასთან და მოგვარდებოდა ე.წ პირადი პრობლემები, რომლებიც თვითონ ხელოვნურად შექმნეს. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი რუსთავი 2–თან საუბრისას ევროსასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატს შორის არ დასახელებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

კომენტარები