გუანტანამოს ციხე

ობამამ კონგრესს გუანტანამოს ციხის დახურვის საბოლოო გეგმა გაუგზავნა

File photo of U.S. Army Military police escorting a detainee to his cell in Naval Base Guantanamo Bay
Stringer / REUTERS

ბარაკ ობამამ აშშ-ის კონგრესს გუანტანამოს ციხის დახურვის საბოლოო გეგმა გაუგზავნა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN პენტაგონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გუანტანამოს ციხიდან დარჩენილი 91 პატიმრის გადაყვანა იგეგმება.

ობამამ ხაზი გაუსვა გუანტანამოს ციხის დახურვის მნიშვნელობას აშშ-ის ეკონომიკისთვის. მისი თქმით, აშშ-ს თითოეული პატიმრის შენახვა წელიწადში 3 მლნ დოლარი უჯდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ობამამ ციხის დახურვის პირობა ჯერ კიდევ 2008 წელს დადო, როდესაც პრეზიდენტად აირჩიეს.

კომენტარები