გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კანონით შეიძლება უფრო ნათლად გაწერა პროცედურების, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ დარჩეს საკუთარი ინტერპრეტაციის მოხდენის შესაძლებლობა. საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სასამართლოს თავმჯდომარის იმ წესით გათავისუფლების შესაძლებლობას, რა წესითაც გუშინ მოხდა. მინდა ვთქვა ისიც, რომ არ ვიცი, რამდენად საფუძვლიანია ბატონი ახვლედიანის მიმართ საბჭოს მხრიდან არსებული პრეტენზიები, მაგრამ ვიცი ის, რომ ყველა მათგანი რომ ყოფილიყო აბსოლუტური ჭეშმარიტება, საბჭოს მაინც არ შეეძლო იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც გუშინ მიიღო. სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობა მსგავს კანონდარღვევებზე კონკრეტულ სანქციებს არ ითვალისწინებს, თავად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მოახდინოს რეაგირება და საკუთარ თავს კი არ დასჯიან. ჩვენი ბერკეტებია ის, რომ პოლიტიკური განცხადებებით მუდმივად მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ და სამართლიან სასამართლოს. კიდევ ერთხელ ვისაუბროთ რეფორმების აუცილებლობაზე. ამ დღეებში საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს უზენაესი სასამართლოს ახალ წევრს. ამ მეთოდებით და კიდევ სხვა მექანიზმებით ჩვენ გავაგრძელებთ სასამართლო სისტემის გაჯანსაღების პროცესს.
tbl.ge/6xe
დაკოპირდა

პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძე, მამუკა ახვლედიანის გადაყენებაზე.
ამავე თემაზე
- ოცნების ინიციატივით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი უქმდება
- ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კოკოჩაშვილი დანიშნა
- წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე: მათთვის ჩემი იქ შესვლა უკვე დისკომფორტია
- კოკოჩაშვილი: ჩვეულებრივად დამჩაგრეს, რასაც დაჩაგვრა ჰქვია, რატომ უნდა დავიჩაგრო?
- წიქარიშვილი: მაღალი ვარაუდია, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას, გავასაჩივრებ შესაბამის აქტებს




