მინდა, განვაცხადო ის, რაც საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა - იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სჭირდება სასწრაფო და ძირეული რეფორმები. საბჭო, სამწუხაროდ, არ იცავს სტანდარტებს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში, არღვევს კანონს სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების პროცესში, არ სარგებლობს საზოგადოების ნდობით და ყველაზე უკეთ იმას, რომ ამ ორგანოს სჭირდება ძირეული რეფორმები, თავად საბჭოს გადაწყვეტილებები ადასტურებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ხელეწიფება რეფორმების სწრაფი, დროული და სწორი გატარება, დაუყოვნებლივ მოახდინოს ამ ორგანოს ძირეული რეფორმირება. ვგულისხმობთ საკანონმდებლო რეფორმებს, მაგალითად, რეფორმას, რომელიც არ მისცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ისეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებას მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში, როგორიც აქამდე მიიღეს - მათ დაარღვიეს საკუთარი კრიტერიუმები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში და იმედი გვაქვს, რომ კანონის დონეზე, როცა გაიწერება ეს კრიტერიუმები, კანონს მაინც ვერ დაარღვევენ.
tbl.ge/7aj
დაკოპირდა

პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძე, მამუკა ახვლედიანის გადაყენებაზე.
ამავე თემაზე
- ოცნების ინიციატივით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი უქმდება
- ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მანუჩარ კოკოჩაშვილი დანიშნა
- წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე: მათთვის ჩემი იქ შესვლა უკვე დისკომფორტია
- კოკოჩაშვილი: ჩვეულებრივად დამჩაგრეს, რასაც დაჩაგვრა ჰქვია, რატომ უნდა დავიჩაგრო?
- წიქარიშვილი: მაღალი ვარაუდია, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას, გავასაჩივრებ შესაბამის აქტებს




