ბატონი გოგი საკმაოდ დამსახურებული პიროვნებაა, ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის. ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს, მაგრამ ფაქტია, რომ არის საკითხების გარკვეული წრე, რომელშიც ბატონი გოგი პირველი იყო თავის სფეროში, ბიზნესის სფეროში, რაც რატომღაც უარყოფითი ნაწილიდან შუქდება ხოლმე. ის საკმაოდ პატრიოტული სულისკვეთების ადამიანია, რომელსაც თავის ქვეყანა უყვარს, საპარლამენტო საქმიანობაც იცის. დაუშვა რაღაც არაკორექტული გამონათქვამი პრეზიდენტის პარლამენტში ყოფნისას, თავადაც ბოდიში მოიხადა, მაგრამ ამას მოყვა კიდევ მეტი არაკორექტულობა მის მიმართ. მაგრამ პასუხი, რომელიც მან გასცა კონკრეტულად რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთ წარმომადგენელს, შეეხო არა რესპუბლიკურ პარტიას პირდაპირ, არამედ, რეალურად გადასწვდა კოალიციისა და მთავრობის პოზიციას. საგარეო თუ საშინაო საკითხები, სწორედ ეს არის თემები, სადაც მე პირადად მის განცხადებებს, გამონათქვამებს, საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებში ვერანაირად ვერ დავეთანხმები და ვფიქრობ, კითხვის ნიშნები სწორედ ამან წარმოშვა.
tbl.ge/o0j
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი დეპუტატ გოგი თოფაძესა და რესპუბლიკელებს შორის დაპირისპირებაზე.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




