იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ჯანდიერი: აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება

იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღეს დაშლის შემთხვევაში, განსხვავებულ შემადგენლობას აირჩევენ მოსამართლე წევრები, ამის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, თუმცა, აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება. ერთ კვირაში ["საქართველოს განვითარების ფონდს"] გვექნება შეთავაზება, როგორ უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება დღეს არსებულ ვითარებაში იმისთვის, რომ რეალისტები ვიყოთ, იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს დაცული მურუსიძის მსგავსი მოსამართლეების დანიშვნისგან, და ასევე იმისგან, რომ დისციპლინარული სამართალწარმოების წესში იყოს ცვლილება - დღეს თუ მე მინდა, რომ ბატონი მურისიძის ან კორპორატიულ ინტერესში მყოფი მოსამართლის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, არ იყოს ეს დამოკიდებული სწორედ იმ კორპორატიული ინტერესის მქონე ადამიანებზე. 

იურისტი დავით ჯანდიერი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში მოსამართლე მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე.

კომენტარები