საკადრო ცვლილებები პროკურატურაში

ირაკლი შოთაძემ რამდენიმე საოლქო და რაიონული პროკურორი დანიშნა

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შიდასაკადრო ცვლილებები განახორციელდა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, შეიცვალა რამდენიმე საოლქო და რაიონული პროკურორი და მოადგილე.

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ლევან პაქსაშვილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად ლევან გეგეჭკორი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად ილია ჯალაღანია დაინიშნა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, თბილისის პროკურორის მოადგილედ-საგამოძიებო ნაწილის უფროსად მერაბ ჯერანაშვილი, ექვსი პირი სხვადასხვა რაიონულ პროკურორად, ხოლო ორი - რაიონული პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. საკადრო ცვლილებები ასევე საქართველოს მთავარ პროკურატურასაც შეეხო - რამდენიმე დეპარტამენტში შეიცვალნენ უფროსები და მოადგილები. 

"საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება, რის შედეგადაც თანამდებობებზე საერთო ჯამში 30 პირი დაინიშნა", - წერია განცხადებაში. 

კომენტარები