აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში ჩატარებულ პრაიმერში პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
ნევადაში გამართულ დემოკრატების შეჯიბრში კი ჰილარი კლინტონმა სენატორი ბერნი სანდერსი დაამარცხა.
დონალდ ტრამპის სამხრეთ კაროლინაში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოეთიშა ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი ჯებ ბუში. ხოლო რესპუბლიკელმა სენატორებმა ტედ კრუზმა და მარკო რუბიომ მეორე ადგილი გაიყვეს.
სამშაბათს, 1 მარტს ამერიკის ათზე მეტ შტატში გამოავლენენ საკუთარ რჩეულს.





