კოალიცია ქართული ოცნება

ლევან ბერძენიშვილმა თოფაძის ბრალდებებს ფრანსუა ვიიონის ლექსით უპასუხა

თანაგუნდელი გოგი თოფაძის ბრალდებებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა facebook გვერდზე, მეთხუთმეტე საუკუნის ფრანგი პოეტის, ფრანსუა ვიიონის ლექსით უპასუხა.

"ტაეპი სიკვდილმისჯილი ვიიონისაგან თქმული:

 

 

ფრანსუა ვარ, საქმე ხრაკი,
ვიბრიდები ხმარაკრაკი,
კიდეც ვნახავ ჩემი კისრით,
რას იწონის ჩემი ტრაკი.

(დავით წერედიანის თარგმანი)

ვითარება აშკარად ითხოვს „ფრანსუას“ შეცვლას ა-ზე დამთავრებული სხვა სამმარცვლიანი სახელით... ვარიანტები: „თენგიზა“, „ნუგზარა“, „გოგია“ და ა.შ", - წერს ბერძენიშვილი.

თოფაძემ ტელეკომპანია იბერიის ეთერში განაცხადა, რომ "მან [ლევან ბერძენიშვილმა] თავის ქცვით და თავის ჩარევით ძალიან დაგვაზიანა და არაერთხელ ჩვენი ოპონენტები გაიხსენებენ ამას შემდეგ არჩევნებზე. ჩამოყალიბებული აზრი, რომ საქართველოში აღარ იქნება ეს მეთოდები გამოყენებული გაყალბების მხრივ ამ შემთხვევაში ქალბატონმა მინისტრმა ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა. ლევან ბერძენიშვილს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი რომ არ ჰქონდეს, ასე აქტიურად არ ჩაერეოდა. 80-იანი წლების მის ძალიან სამარცხვინო ქმედებას, როდესაც თავის თანაგუნდელები, რომელიც პოლიტიკური საბაბით ერთად იყვნენ პატიმრები, მისი განცხადებაც არის, როგორი განცხადება დაწერა, როგორ ჩაუშვა ეს სამივე თავის მეგობარი".

კომენტარები