ქართული ოცნება

ბერძენიშვილი: ხიდაშელის წინააღმდეგ ანტიქართული კამპანია მიმდინარეობს

ტაბულა

რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილის შეფასებით, თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანია მიმდინარეობს. მისი თქმით, გოგი თოფაძის განცხადებები ანტიკოალიციური, ანტისახელისუფლო და ანტიქართული კამპანიის ნაწილია. უმრავლესობის დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, რომ მრეწველთა პარტიის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ უნდა თქვას, რას ფიქრობს თოფაძის განცხადებებზე. 

"მე მოველი მრეწველთა ფრაქციის ხელმძღვანელისგან ზურაბ ტყემალაძისგან, რას ფიქრობს მისი ფრაქციის თავმჯდომარის ასეთ განცხადებებზე. . პერსონალურად თინა ხიდაშელია მისი სამიზნე. კოალიციის სახელით მოვითხოვ განცხადებებს, რომ ჩემი ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ორკესტრირებულ კამპანაიში კოალიციის სხვა წევრის მონაწილეობა მიუღებელია" - თქვა ბერძენიშვილმა.

რესპუბლიკელი დეპუტატის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ზურაბ ტყემალაძე და დავით ბერძენიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათთან გია ვოლსკიც მივიდა, რის შემდეგაც, ბერძენიშვილმა ვოლსკის მოუწოდა, "სიტყვები შეარჩიოს".

ცნობისთვის, გაზეთ საქართველოს და მსოფლიოს ცნობით, მათთან ინტერვიუში გოგი თოფაძემ თქვა, რომ თინა ხიდაშელმა საგარეჯოში შუალედური არჩევნები გააყალბა.

კომენტარები