აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

ობამა: დონალდ ტრამპი პრეზიდენტი ვერ გახდება

AP

ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თქმით, რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ვერ გახდება პრეზიდენტი, ვინაიდან პრეზიდენტობა სერიოზული საქმეა.

"მე კვლავ მჯერა, რომ ტრამპი არ იქნება პრეზიდენტი, რადგან მე ვენდობი ამერიკელ ხალხს. ისინი აცნობიერებენ, რომ პრეზიდენტობა სერიოზული საქმეა. ეს არ არის თოქშოუს ან რეალითი შოუს წაყვანა. ეს არ არის მარკეტინგი, ეს საკმაოდ რთული საქმეა", - აღნიშნა ობამამ.

ობამას ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა თავად დონალდ ტრამპი. მისი თქმით, მისთვის კრიტიკა იმ პრეზიდენტისგან, რომელმაც ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა, კომპლიმენტია.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ნიუ ჰემფშირის პრაიმერიში უკვე გაიმარჯვა და მომდევნო, სამხრეთ კაროლინაში გასამართ პრაიმერის გამოკითხვაშიც ლიდერობს. საპრეზიდენტო არჩევნები კი ამერიკაში 2016 წლის ნოემბერში გაიმართება.

კომენტარები