რეკლამა

m²-ის აქცია 10/90 - მათთვის, ვისაც ძველი ბინის ახლით შეცვლა სურს

დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება", მათ, ვისაც ძველი ბინის ახლით შეცვლა სურს, აქცია 10/90-ს სთავაზობს. 1 მარტიდან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს ბინა საცხოვრებელ კომპლექსებში „ოპტიმა ისანი" და „m² იპოდრომთან 2" დანაზოგისა და სესხის გარეშე. აქცია 10/90-ის ფარგლებში, ბინის შეძენის მსურველს შესაძლებლობა აქვს, დღეს შეარჩიოს სასურველი ბინა საცხოვრებელ კომპლექსებში და მშენებლობის განმავლობაში ყოველთვიურად, თანაბარი შენატანებით დაფაროს ბინის ღირებულების მხოლოდ 10%-ი. დარჩენილი 90%-ი კი გადაიხადოს საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ. ეს სამი თვე მობინადრეს შეუძლია, გამოიყენოს ძველი ბინის გაყიდვისთვის.

მაგალითისთვის, მას, ვისაც სურს მშენებარე საცხოვრებელ კოპლექსში „m² იპოდრომთან 2" შეიძინოს 49,903 აშშ დოლარის ღირებულების ბინა, მარტიდან, 30 თვის განმავლობაში, ყოველ თვე გადაიხდის მხოლოდ 167 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილ თანხას დაფარავს საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებიდან, სამი თვის შემდეგ. ამ სამი თვის განმავლობაში კი, მას შესაძლებლობა ექნება - გაყიდოს ძველი ბინა.

აქცია 10/90-ის ფარგლებში, გადახდის სრულიად ახალი პირობებით, დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონება", ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების შესაძლებლობას ყველასათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

დამატებითი ინფორმაცია საცხოვრებელი კომპლექსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.m2.ge

კომენტარები