რეკლამა

BEKO-ს გათამაშებაში გამარჯვებულები ბარსელონაში გაემგზავრებიან

14 თებერვალს BEKO-ს გათამაშებაში ოთხი იღბლიანი გამარჯვებული გამოვლინდა. თითოეული მათგანი ორკაციანი საგზურით ბარსელონაში გაემგზავრება. საგზურის მფლობელებს ასევე შესაძლებლობა მიეცემათ, დაესწრონ ბარსელონა - სევილიას თამაშს ნოუკამპის სტადიონზე.

"გათამაშება ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მთელი საქართველოს მასშტაბით. დღეს კი მივედით ჩვენი გათამაშების ფინალურ ეტაპამდე. იმისთვის, რომ ყველაფერი გამჭვირვალე ყოფილიყო, მოწვეულია სპეციალური კომისია, იურისტები და ასევე მაყურებელი. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო გამარჯვებულებს. რა თქმა უნდა, BEKO კიდევ გააგრძელებს მსგავს აქტივობებს", - თქვა BEKO-ს დამფუძნებელმა ქემალ გაზიოღლუარმა.

2014 წლიდან BEKO საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" პრემიუმ პარტნიორი გახდა. მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვას კომპანია მომავალშიც გეგმავს.

კომენტარები