რეკლამა

ბანკ რესპუბლიკასა და m2-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს m2 გალერეაში, სს „ბანკი რესპუბლიკას" და დეველოპერულ კომპანია m2 შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება ექნება, შეიძინოს საცხოვრებელი ბინები m2-ის მიმდინარე და დასრულებულ პროექტებში ბანკ რესპუბლიკას იპოთეკური სესხით. თანამშრომლობის შედეგად, ბანკი „რესპუბლიკა" 2016 წლის 30 აპრილამდე, m2-ის მომხმარებლებს შესთავაზებს უნიკალურ პირობებს იპოთეკურ სესხებზე. კერძოდ იპოთეკური სესხის % იქნება მინიმალური და ყველაზე კონკურენტული ბაზარზე დღეს არსებულ ტარიფებთან შედარებით. მაგალითისთვის:

5 წლამდე სესხები - USD 6.76% EUR 6.4% -(ეფექტური% 7,35$,6,97EUR)
10 წლამდე სესხები - USD 7, 26% EUR 6.9% -(7.70%$-7.31%EUR)
15 წლამდე სესხები - USD 8,06 % EUR 7,6 % (8.5%$ -8%EUR)

ამ შეთავაზებით ბანკი რესპუბლიკა მაქსიმალურად ხელმისაწვდომს და შეღავათიანს ხდის იპოთეკურ სესხს მომხმარებლისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ შეიძინონ ბინა m2-ის პროექტებში:

 m2 ყაზბეგზე
 m2 ნუცუბიძეზე
 m2 თამარაშვილზე
 ოპტიმა ისანი

ბანკის არსებული კლიენტებისთვის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ბანკ რესპუბლიკას საფილიალო ქსელის მასშტაბით, ასევე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით 2 90 90 90, ხოლო ახალი კლიენტებისთვის, მეტი კომფორტის შესაქმნელად, გამოყოფილია მელიქიშვილის გამზირზე არსებული ბანკ რესპუბლიკას სერვის ცენტრი.

კომენტარები