გახსოვთ, გაზპრომთან შეხვედრებს ქართული მხარე რომ ასაიდუმლოებდა და რუსული კი ეშმაკურად გაამჟღავნებდა ხოლმე? თუ თავი გაქვთ, დაიცავით პოზიციები თქვენს ქვეყანაში და გვაჩვენეთ, შგიძლიათ თუ არა პრობლემების მოგვარებაო. ამას ნიშნავდა ეს. მსგავსი რამ ხდება ახლაც. სარწმუნო უცხოურმა წყარომ შემატყობინა, რომ გაზპრომი აპირებს საქართველოში ერთ-ერთი პატარა ბანკის შესყიდვას. ქართული მხარე საგულდაგულოდ მალავს, რუსული კი ინფორმაციის "გაჟონვას" უზრუნველყოფს. ფხიზლად უნდა იყოს ეროვნული ბანკი, რომ ეს არ დაუშვას! თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა, ბევრ რამეს სულ სხვა რაკურსით დავინახავთ. არ ვიცი, თუ რამდენად მოეწონებათ მათ, ვინც ეს ინფორმაცია "შემთხვევით" შემომიგდო, მისი ამ ფორმით გავრცელება. ან იქნებ, მიზანიც ეს იყო. მიდით და უზრუნველყავით ადგილზე სასურველი ფონიო. ანალოგიური ბანკი აქვს სომხეთშიც. ეს გაზპრომის პრინციპია: სადაც შედის გაზით, იქ აფუძნებს ბანკს. მერე მოჰყვება მედიასტრუქტურები და ასე შემდეგ, რისი გამოცნობაც არ არის ძნელი.
tbl.ge/gxk
დაკოპირდა
ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფეისბუქზე წერს.
ამავე თემაზე
- მაღრაძე: აშშ-ის დაზვერვის უფროსმა დასავლელი პარტნიორები გააფრთხილა
- სამადაშვილი: აშშ-ს ელჩის დაბარება საგარეო უწყებაში იყო არამეგობრული ნაბიჯი
- რუხაძე: აშშ-ს დაზვერვის სამსახურის ანგარიში განგაშის საფუძველს იძლევა
- სამადაშვილი: რუსულ პროპაგანდას სრულად გახსნილი აქვს მოქმედების არეალი
- კალაძე გოცირიძის განცხადებაზე: არა, პირველად გავიგე