სასამართლო სისტემა

გვილავა: სასამართლო სისტემაში გვყავს ერთი ჯგუფი, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს

დღეს სასამართლო სისტემაში გვყავს ერთი ძლიერი ჯგუფი , რომელიც პრაქტიკულად აკონტროლებს ყველაფერს. ყველაფერში ვგულისხმობ მოსამართლეების დანიშვნასაც, არსებული მოსამართლეების გადანიშვნასაც, დისციპლინურ სამართალწარმოებასაც. შესაბამისად მათი დომინირება უკვე იმდენად გამოკვეთილია, რომ იმ ადამიანებს ვისაც აქვთ კრიტიკული მოსაზრება, მათთვის პრობლემაა ამ კრიტიკული მოსაზრების გაჟღერება. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროექტების მენეჯერი გია გვილავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები